воскресенье, 14 августа 2011 г.

შვილის გაჩენას რა უნდა? შვილის გაზრდაა მთავარი

1)         პროექტის სახელწოდება: „შვილის გაჩენას რა უნდა? შვილის გაზრდაა მთავარი!“
2)         მთავარი იდეა: თაობათა შორის დამოკიდებულება, მშობლებისა და შვილების ურთიერთობის მარადიული პრობლემა.
3)         აქტუალობა: პროექტის მონაწილეები წაიკითხავენ ლიტერარტურულ ნაწარმოებებს, რომელშიც ძირითად თემად აღებულია შვილებისა და მშობლების ურთიერთობა. მაგ. ი. ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“ და ალ.ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“. როგორია ეს ურთიერთობა დღეს.
4)         მიზნები: მოსწავლეებს ჩამოუყლიბდებთ ჯანსაღი აზრები და ურთიერთობები მშობლებთან. განუვითარდებათ ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის კულტურა.
5)         მონაწილეთა ასაკი: 15–16 წლის.
6)         ვადები/ ხანგეძლივობა: სამი კვირა.
7)         მოსალოდნელი შედეგები: სააკუთარი შემოქმედების წარმოდგენა აღნიშნულ თემაზე: ჩანახატები, ლექსები, ესეები.
8)         საჭირო ძირითადი რესურსები: კინოფიილმი „ოთარაანთ ქვრივი“, ალ.ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“, ჯიბრან ხალილ ჯიბრანის წიგნიდან  „შვილები“, ფრანც კაფკას „წერილი მამას“.
9)         მსვლელობა: ინტერვიუს აიღებენ სხვა კლასის მოსწავლეებისაგან, მშობლებისაგან. დისკუსიას გამართავენ ერთმანეთთან, წარმოადგენენ საკუთარ შემოქმედებას: ლექსი, ჩანახატი, ესსე,  ნამუშევარს განთავსებენ ბლოგზე.
10)      საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ლიტერატურა – გაიღრმავებენ ცოდნას ლიტერატურული  ნაწარმოებებით. ისტორია – პარარელებს გაავლებენ ნაწარმოებებში წაკითხულ და ახლანდელ დროსთან. ინგლისური – ინგლისურად წაიკითხავენ და თარგმნიან ჯიბრან ხალილ ჯიბრანის წიგნიდან „შვილები“,  ისტ განუვითარდებათ პროექტზე და ბლოგებზე მუშაობის უნარები. განუვითარდებათ ინფორმაციის გაგების, ანალიზის და შეფასების უნარი.
11)      პროექტის ხელმძღვანელი: მეგი ხერგიანი
12)      ხელმძღვანელი: megi.khergiani@gmail.com
13)      პროექტის ბლოგი/მისამართი: megikhergiani.blogspot.com