1) პროექტის სახელწოდება: „შვილის გაჩენას რა უნდა? შვილის გაზრდაა მთავარი!“
2) მთავარი იდეა: თაობათა შორის დამოკიდებულება, მშობლებისა და შვილების ურთიერთობის მარადიული პრობლემა.
3) აქტუალობა: პროექტის მონაწილეები წაიკითხავენ ლიტერარტურულ ნაწარმოებებს, რომელშიც ძირითად თემად აღებულია შვილებისა და მშობლების ურთიერთობა. მაგ. ი. ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“ და ალ.ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“. როგორია ეს ურთიერთობა დღეს.
4) მიზნები: მოსწავლეებს ჩამოუყლიბდებთ ჯანსაღი აზრები და ურთიერთობები მშობლებთან. განუვითარდებათ ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის კულტურა.
5) მონაწილეთა ასაკი: 15–16 წლის.
6) ვადები/ ხანგეძლივობა: სამი კვირა.
7) მოსალოდნელი შედეგები: სააკუთარი შემოქმედების წარმოდგენა აღნიშნულ თემაზე: ჩანახატები, ლექსები, ესეები.
8) საჭირო ძირითადი რესურსები: კინოფიილმი „ოთარაანთ ქვრივი“, ალ.ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“, ჯიბრან ხალილ ჯიბრანის წიგნიდან „შვილები“, ფრანც კაფკას „წერილი მამას“.
9) მსვლელობა: ინტერვიუს აიღებენ სხვა კლასის მოსწავლეებისაგან, მშობლებისაგან. დისკუსიას გამართავენ ერთმანეთთან, წარმოადგენენ საკუთარ შემოქმედებას: ლექსი, ჩანახატი, ესსე, ნამუშევარს განთავსებენ ბლოგზე.
10) საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ლიტერატურა – გაიღრმავებენ ცოდნას ლიტერატურული ნაწარმოებებით. ისტორია – პარარელებს გაავლებენ ნაწარმოებებში წაკითხულ და ახლანდელ დროსთან. ინგლისური – ინგლისურად წაიკითხავენ და თარგმნიან ჯიბრან ხალილ ჯიბრანის წიგნიდან „შვილები“, ისტ განუვითარდებათ პროექტზე და ბლოგებზე მუშაობის უნარები. განუვითარდებათ ინფორმაციის გაგების, ანალიზის და შეფასების უნარი.
11) პროექტის ხელმძღვანელი: მეგი ხერგიანი
13) პროექტის ბლოგი/მისამართი: megikhergiani.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий